ცნობილი გახდა, რა ოდენობის ხელფასს ითხოვს მბაპე „რეალისგან“ #1TVSPORT
ცნობილი გახდა, რა ოდენობის ხელფასს ითხოვს მბაპე „რეალისგან“ #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს, კილიან მბაპეს სურს, მადრიდის „რეალში“ სეზონში 70 მილიონი ევრო გამოიმუშავოს, – ამის შესახებ იტყობინება გერმანული გამოცემა Bild-ი.

წყაროს ცნობით, დღეისთვის მბაპესა და მადრიდულ კლუბს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფრანგი ფეხბურთელის ხელფასთან დაკავშირებით.

ასევე, აღნიშნავენ, რომ „რეალის“ ხელმძღვანელობა არ არის მზად, მბაპეს ეს თანხა გადაუხადოს – ესპანური კლუბი ფორვარდს წელიწადში 35 მილიონ ევროს სთავაზობს.