გაირკვა პარიზის ოლიმპიადაზე აშშ-ის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა #1TVSPORT
გაირკვა პარიზის ოლიმპიადაზე აშშ-ის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა #1TVSPORT

ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრებში ჩამოყალიბდნენ პარიზის ოლიმპიადის განაცხადის ბოლო, მე-12 მოთამაშეზე.

ეს არის „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდი კავაი ლეონარდი, – წერს გაზეთ USA Today-ის ჟურნალისტი ჯეფ ზილგიტი.

ლეონარდის გარდა, ოლიმპიადაზე აშშ-ის ნაკრებში ითამაშებენ:

ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი), სტეფენ კარი (გოლდენ სტეიტი), კევინ დურანტი (ფინიქსი), ენტონი ედვარდსი (მინესოტა), ჯოელ ემბიდი (ფილადელფია), დევინ ბუკერი (ფინიქსი), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი), ტაირიზ ჰალიბერტონი (ინდიანა), ჯრიუ ჰოლიდეი (ბოსტონი) და ედრის ადებაიო (მაიამი).