მამარდაშვილი „ბარსელონასთან“ მოედნიდან გააძევეს, „ვალენსია“ სტუმრად დამარცხდა #1TVSPORT
მამარდაშვილი „ბარსელონასთან“ მოედნიდან გააძევეს, „ვალენსია“ სტუმრად დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი „ბარსელონასთან“ დაპირისპირებაში მოედნიდან გააძევეს, ხოლო „ვალენსია“ გასვლით მატჩში 2:4 დამარცხდა.

ლა ლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც „ესტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართა, „ბარსელონამ“ ანგარიში 22-ე წუთზე ფერმინ ლოპესის გოლით გახსნა. 27-ე წუთზე „ვალენსიამ“ წონასწორობა აღადგინა, „ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა შეცდომით ბურთი სტუმართა თავდამსხმელს, უგო დუროს ჩააბარა, რომელმაც ცარიელი კარი აიღო – 1:1.

38-ე წუთზე „ბარსელონას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც პეპელუმ შეასრულა და „ვალენსია“ დააწინაურა.

მამარდაშვილმა ჟოაო კანსელოს უძლიერესი დარტყმის შემდეგ 44-ე წუთზე გუნდი გადაარჩინა, მაგრამ 45+3-ე წუთზე ქართველი მეკარე შეცდა, ბურთი ვერ დაიმორჩილა, რასაც საჯარიმოს გარეთ ხელით თამაში მოჰყვა და ის მოედნიდან გააძევეს.

მეორე ტაიმში „ბარსელონამ“ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა. მატჩის გმირი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რომელმაც 50-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, 82-ე წუთზე დუბლი შეასრულა, ხოლო 90+3-ე წუთზე – ჰეთთრიქი.

ლა ლიგაში გამართული 33 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 47 ქულით მე-8 ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე კონფერენსლიგის ზონაში მყოფ „ბეტისს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.