ცნობილი გახდა ლიონელ მესის მინდორზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი #1TVSPORT
ცნობილი გახდა ლიონელ მესის მინდორზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი #1TVSPORT

MLS-ის კლუბი „ინტერ მაიამი“ სიფრთხილეს იჩენს ლიონელ მესის რეაბილიტაციის საკითხში და აძლევს შესაძლებლობას არგენტინელს, მისთვის შესაფერის ტემპში გააგრძელოს აღდგენითი პროცესი. იმის გამო, რომ გუნდმა უკვე გაინაღდა ადგილი პლეი ოფში, „ინტერ მაიამის“ შეუძლია, არ იჩქაროს არგენტინელი ვარსკვლავის დაბრუნება.

მიუხედავად ამისა, კლუბის გულშემატკივრები და მესის თაყვანისმცემლები მთელ მსოფლიოში მოუთმენლად ელოდებიან ფორვარდის დაბრუნებას. ამ სეზონში მესიმ მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა „ინტერ მაიამის“ შემადგენლობაში, 12 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ფლორიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ აღნიშნა, რომ მესის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება, მაგრამ არგენტინელს ჯერ არ მიუღია სამედიცინო ნებართვა ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობაზე. ვარაუდობენ, რომ მესი მინდორზე დაბრუნდება 14 სექტემბერს, როცა „ინტერ მაიამი“ „ფილადელფიას“ შეხვდება.