„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ აზრი გამოთქვა მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის მუშაობის შესახებ.
მისი თქმით, კლუბის ხელმძღვანელობას სჯერა ნიდერლანდელ სპეციალისტთან ერთად გუნდის წარმატების.
„კუმანი აგრძელებს ჩვენთან ერთად მუშაობას და ამით ვამაყობთ. ის ჩვენი მწვრთნელია. ახლა, აუცილებელია მას დამაჯერებლობა გადავცეთ.
ჩავი? ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რადგან მეგობრები ვართ, ისევე, როგორც კონტაქტი მაქვს პეპ გვარდიოლასთან“, – განაცხადა ლაპორტამ RMC1-თან კომენტარში.
ესპანეთის ჩემპიონატში „ბარსელონა“ 12 ქულით მეცხრე ადგილზეა.