ცნობილი ბელარუსი ფეხბურთელი - ევრო2020-ზე ვერ გავალთ, საქართველო ჩვენზე უკეთესია
ცნობილი ბელარუსი ფეხბურთელი - ევრო2020-ზე ვერ გავალთ, საქართველო ჩვენზე უკეთესია

ვიაჩესლავ გლები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის ნაკრების შანსებს პესიმისტურად უყურებს. გამოცემა „პარიმატჩის“ კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ ბელარუსის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება, 36 წლის ვეტერანი ფეხბურთელი ასე პასუხობს:

„რა თქმა უნდა, ეს მინდა და ვოცნებობ ამაზე, მაგრამ მოხვდება იქ გუნდი, ასეთი უნიკალური შანსის მიუხედავად? არა მგონია. საქართველოც კი ჩვენზე ბევრად უფრო მაგარია. მე არ ვსაუბრობთ კოსოვოზე, რომელიც ძალიან კარგი გუნდია. მხოლოდ იმ შემთხვევაში გავალთ, იღბალი ჩვენს მხარეს თუ იქნება – შესაძლოა, შანსი მხოლოდ მაშინ გაგვიჩნდეს“ – ამბობს ვიაჩესლავ გლები.

ვიაჩესლავ გლები ყველაზე ცნობილი ბელარუსი ფეხბურთელის, ალეკსანდრ გლების უმცროსი ძმაა და ახლა რანგით მესამე ლიგის ძერჟინსკის „არსენალში“ თამაშობს, თუმცა საუკეთესო წლებში ბელარუსის ეროვნული ნაკრების წევრი იყო და „სენ-დენიზე“, სადაც ბელარუსმა საფრანგეთს მოუგო, გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ნახევარფინალში ბელარუსს უმასპინძლებს – მოგების შემთხვევაში, „ჯვაროსნები“ მეორე ნახევარფინალის (ჩრდილოეთ მაკედონია – კოსოვოს) გამარჯვებულს 31 მარტს უმასპინძლებენ. ამ ოთხეულში უძლიერესი ევრო2020-ზე მონაწილეობის უფლებას მიიღებს.