CNN Turk - ფულის გათეთრების საქმეზე თურქეთში 417 ადამიანის დაკავების განკარგულება გასცეს
СNN-ის თურქულენოვანი ბიუროს ცნობით, თურქეთში სამართალდამცავებს ფულის გათეთრების საქმეზე 417 ადამიანის დაკავება უბრძანეს. გამოძიების მიხედვით, მათ 2,5 მილიარდი თურქული ლირა საზღვარგარეთ გახსნილ ანგარიშებზე გადარიცხეს. თანხის მიმღები პირების უმეტესობა აშშ-ში მცხოვრები ირანის მოქალაქეები არიან.
სატმბოლის პოლიციამ გუშინ ღამით რეიდები ქალაქის რამდნიმე რაიონში ერთდროულად ჩაატარა. დაკავებულია ათობით მოქალაქე.
პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიებამ გამოავლინა პირები, რომლებიც „თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკურ და ფინანსურ უსაფრთხოებას“ დაემუქრნენ.
დაკავებულებს ფულის გათეთრებაში, კრიმინალური დაჯგუფების წევრობასა და ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებენ. გამოძიებას ფინანსური პოლიცია ატარებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ საზღვარგარეთ ფულის გადარიცხვის სანაცვლოდ, ეჭვმიტანილებმა სოლიდური ანაზღაურება მიიღეს.