CNN-ის თანამშრომლებზე მუქარის ბრალდებით ერთი მამაკაცი დააკავეს
CNN-ის თანამშრომლებზე მუქარის ბრალდებით ერთი მამაკაცი დააკავეს

აშშ-ში, შტატ მიჩიგანში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ტელეკომპანია CNN-ის თანამშრომლებს ყალბი ახალი ამბების გავრცელების გამო ემუქრებოდა.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულმა 9-10 იანვარს ტელეკომპანიაში 20-ჯერ დარეკა და თანამშრომლებს დაემუქრა. ის არხის თანამშრომლებს ყალბი ახალი ამბების გავრცელებაში ადანაშაულებდა და აფრთხილებდა, რომ CNN-ისკენ მიემართებოდა, რათა მათთვის ცეცხლი გაეხსნა.

თუ დაკავებულს ბრალი დაუმტკიცდება, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დატოვე კომენტარი