CNN Portugal-ის ჟურნალისტის ცნობით, რონალდოს პორტუგალიის ნაკრებში ჟორჟე ჟეზუსთან ერთად მუშაობა არ სურს #1TVSPORT

15:02, 06.10.2026

CNN Portugal-ის მიმომხილველმა, ცნობილმა პორტუგალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, რუი სანტოსმა კრიშტიანო რონალდოსა და ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჟორჟე ჟეზუსს შორის არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. როგორც ირკვევა, ვარსკვლავი ძალიან უკმაყოფილოა მწვრთნელისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, პედრო პროენსას ბოლოდროინდელი ნაბიჯებით. კრიშტიანოს ნაკრებში თამაშის სურვილი არ აქვს, სანამ მთავარი მწვრთნელის პოსტს ჟორჟე ჟეზუსი იკავებს.

სანტოსის თქმით, ფეხბურთელმა მათ მიმართ ნდობა საბოლოოდ დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საჯაროდ გამოთქვამენ რონალდოს დაბრუნების სურვილს, ამავდროულად, ჟეზუსი ვინმესთვის ბოდიშის მოხდას გამორიცხავს და ხაზს უსვამს, რომ შემადგენლობის შერჩევა მხოლოდ მისი პირადი უფლებაა.

მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის სიტუაცია ნორვეგიაში გამართული გასვლითი შეხვედრის შემდეგ გამწვავდა. პორტუგალიელთა დამრიგებელი რონალდოს თამაშში ჩართვას დაჰპირდა, გასახურებლადაც გაუშვა, თუმცა საბოლოოდ მოედანზე აღარ შეუშვა, რამაც კრიშტიანოს გაღიზიანება განაპირობა.

მსგავსი