CNN - აშშ-ი და რამდენიმე ევროპული ქვეყანა დღეს რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ
CNN - აშშ-ი და რამდენიმე ევროპული ქვეყანა დღეს რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ

ამერიკის შეერთებული შტატები და რამდენიმე ევროპული ქვეყანა დღეს რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მომუშავე ჟურნალისტი მიშელ კოსინსკი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანალოგიური ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ სააგენტო Bloomberg-მაც გაავრცელა.

გასულ კვირას ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ქალაქ სოლსბერიში, ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთი, ბალტიის რეგიონის ქვეყნები და საფრანგეთი გეგმავენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღონ, რაც მათი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევებას გულისხმობს.

დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც სკრიპალების მოწამვლაში რუსეთს ღიად ადანაშაულებს, ქვეყნიდან უკვე გააძევა 23 რუსი დიპლომატი.