CNBC-ი - იაპონიის კიბერუსაფრთხოების მინისტრი აცხადებს, რომ კომპიუტერი არასოდეს გამოუყენებია
CNBC-ი - იაპონიის კიბერუსაფრთხოების მინისტრი აცხადებს, რომ კომპიუტერი არასოდეს გამოუყენებია

იაპონიის კიბერუსაფრთხოების მინისტრი იოშიტაკა საკურადა აცხადებს, რომ კომპიუტერი არასოდეს გამოუყენებია, – ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC-ი იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პარლამენტის ქვედა პალატაში პარლამენტარების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას მინისტრმა განმარტა, რომ მთელი მისი კარიერის მანძილზე კომპიუტერი არასოდეს დასჭირვებია.

„მე არ ვიყენებ კომპიუტერს, რადგან მას შემდეგ, რაც 25 წლის გავხდი, სულ თანამდებობის პირი ვიყავი, სადაც ასეთ საკითხებს მდივნები და თანამშრომლები მიგვარებდნენ“, – განაცხადა საკურადამ.

როგორც ფრანგული საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ი იუწყება, საკურადამ ვერც ბირთვული ელექტროსადგურების კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაამჟღავნა ცოდნა.

მინისტრის საპარალამენტო გამოსვლა ეროვნული მაუწყებელის პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა და მის პასუხებს კანონმდებლები სიცილით შეხვდნენ.

საკურადა თვეზე ცოტა მეტია, რაც კიბერუსაფრთხოების მინისტრად დაინიშნა, როდესაც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ მინისტრთა კაბინეტი გადაახალისა.