ცხრა წლის დავით ნოზაძეს ზოოპარკი დაათვალიერებინეს [ფოტოამბავი]

13:49, 22.02.2018

ცხრა წლის დავით ნოზაძეს, რომლიც გუშინ ხაშურიდან თბილისში ზოოპარკის სანახავად გამოიპარა, ზოოპარკი დაათვალიერებინეს.

ბავშვი ზოოპარკში იმ საპატრულო ეკიპაჟმა მიიყვანა, რომელმაც გუშინ საღამოს იპოვა.

როგორც მოზარდი ყვება, გუშინ, გაკვეთილების შემდეგ თბილისში მატარებლით ჩამოვიდა, თუმცა გზა აებნა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა იპოვეს და დაჰპირდნენ, რომ ზოოპარკს დაათვალიერებინებდნენ.

 

https://youtu.be/tCeBG7STVF0

 

მსგავსი