ცხრა ობიექტს, მათ შორის კათოლიკურ ეკლესიებს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

20:13, 29.11.2018

ცხრა ობიექტს, მათ შორის კათოლიკურ ეკლესიებს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუს ატარებენ:

1. აბათხევის კათოლიკური ეკლესია; ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი აბათხევი ; თარიღდება 1881-1886 წლებით;

2. ღვთისმშობლის სახელობის ნაეკლესიარი და სამრეკლო („პატრების“ ეკლესია) ქ. ახალციხე, XIV საუკუნე XIX საუკუნე;

3. ვალეს ღვთისმშობლის შობის კათოლიკური ეკლესია ,ახალციხის მუნიციპალიტეტი სოფელი ვალე 1862 წელი;

4. ნაოხრების კათოლიკური ეკლესია;ახალციხის მუნიციპალიტეტი სოფელი ნაოხრები; 1863-1865 წლები;

5. სხვილისის ღვთისმშობლის კათოლიკური ეკლესია ;ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემი სხვილისი 1893-1895 წლები;

6. წინუბნის კათოლიკური ეკლესია ;ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფელი წინუბანი, 1908 წელი;

7. წყალთბილას მაცხოვრის კათოლიკური ეკლესია ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფელი წყალთბილა; 1883 წელი;

8. ხიზაბავრის იესოს წმინდა გულის კათოლიკური ეკლესია ; ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიზაბავრა; 1898 წელი;

9. აბულმუგის კომპლექსი; დმანისის მუნიციპალიტეტი , სოფელი ბალიჭი (კვირაცხოვლის ხევის ნაპირზე, ტყეში) XV-XVI საუკუნეები.

ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

 

მსგავსი