ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩოჩორი აუქციონზე იყიდება
ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩოჩორი აუქციონზე იყიდება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი სახედარი აუქციონის გზით გაიყიდება.  ჩოჩორის საწყისი ფასი 70 ლარია.

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ახორციელებს მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი სახედრის (ჩოჩორი) აუქციონის ფორმით რეალიზაციას. ცხოველის მახასიათებლებია – ასაკი 5-6 თვის, სქესი ხვადი, ფერი წითური. განაცხადის ნომერი: 95455NDH63075819, ლოტის ნომერი: 630758, აუქციონის ნომერი: 95455“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ აუქციონის ბმული.