ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში პითონი დაიჭირეს
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში პითონი დაიჭირეს

თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ზოომაღაზიის მეპატრონეს პითონი გაექცა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, მეპატრონეს პითონი ტერარიუმიდან გაექცა.

როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, ქვეწარმავლის მოძებნა და დაჭერა სააგენტოს თანამშრომლებმა მოახერხეს. მათივე ცნობით, მიმდებარე ტერიტორიიდან საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაციაც.

შემთხვევის შესახებ შეტყობინება მონიტორინგის სააგენტოში 31 ივლისს, 19:30 საათზე შევიდა.

დატოვე კომენტარი