ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 25 სექტემბერს გლდანში მოქალაქეებს შინაური ცხოველების კომპლექსურ და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ასევე ჩიპირებას სთავაზობს

17:12, 24.09.2025

გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-20 კორპუსთან მდებარე პარკში 25 სექტემბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოვლების მეპატრონეებს რამდენიმე სერვისს სთავაზობს.

კერძოდ, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას; კომპლექსურ და ანტირაბიულ (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას.

ამასთან, მიუსაფარი ცხოვლებისთვის როგორც კომპლექსური, ისე ანტირაბიული ვაქცინაცია იქნება სრულიად უფასო.

პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში ანტირაბიული ვაქცინაციის ღირებულება შეადგენს 10 ლარს, ხოლო კომპლექსური ვაქცინაცია – 20 ლარს; ცხოველის ჩიპირება – 32 ლარია, ხოლო რეგისტრაცია არის უფასო.

„პროექტის მიზანია, ცხოველებზე მზრუნველი ადამიანებისთვის ვეტერინარულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, საჭირო და პრობლემატურ საკითხებზე ინფორმაციის მიღება“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი