ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სამსახური აქციას გამართავს
ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სამსახური აქციას გამართავს

ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ცხოველების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს სიმბოლურ აქციას გამართავს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსში, დღეს 17 საათზე ცხოველთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით საჯარო ლექციაა დაგეგმილი.

ლექციის დასრულების შემდეგ შეხვედრის მონაწილეები სიმბოლურად სანთლებს აანთებენ. ასეთი სახით ხდება ამ დღის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

ცხოველთა უფლებების დაცვის საერთშორისო დღე 1998 წლიდან აღინიშნება და მას საქართველო რამდენიმე წელია შეუერთდა.