ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე სოფელ წნელისთან საგუშაგოს აღებას მოითხოვენ
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე სოფელ წნელისთან საგუშაგოს აღებას მოითხოვენ

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ხვალ ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე სოფელ წნელისთან საგუშაგოს აღებას მოითხოვს.

როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, „დისკუსია ძალიან არასტაბილურ დროს გაიმართება, როდესაც ქართული მხარე სახელმწიფო საზღვრის ერთ მონაკვეთზე, სოფელს წნელისთან, სიტუაციას ძაბავს“.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შექმნილი სიტუაციიდან იქნება ნაპოვნი ლოგიკური და დიპლომატიური გამოსავალი“, – აცხადებენ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წევრები.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 49-ე რაუნდი 8-9 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი