ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის გამაგრების პროცესს აგრძელებს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის გამაგრების პროცესს აგრძელებს

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა ე.წ. საზღვრის გამაგრების პროცესს აგრძელებს, – იტყობინება ადგილობრივი სააგენტო „რეს“დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით და გასული წლის შედეგების შეჯამებასაც აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, „2017 წლის განმავლობაში დაიწყო გამყოფი ხაზის საინჟინრო მოწყობილობებით აღჭურვა.

ოკუპირებულ რეგიონში, ზნაურის რაიონის სოფელ ქალეთთან 1250 მეტრის მანძილზე დამონტაჟდა რკინის ღობე და რუსეთის „ფეესბეს“ სასაზღვრო დანაყოფთან შეთანხმებით დაიდგა 83 გამაფრთხილებელი ნიშანი და ეს პროცესი გრძელდება“, – აცხადებენ დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურში.

„რეს“-ის ინფორმაციით, 2017 წელს დე ფაქტო მთავრობის დადგენილებით, გამარტივდა ე.წ. სასაზღვრი რეჟიმის წესებიც და დაკორექტირდა ასეთი „ზონების საზღვრები“.