ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს ორი დღით კეტავს
ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს ორი დღით კეტავს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების 11 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებს“ უკავშირდება.
„25 აგვისტოს 20:00 საათიდან იგეგმება მოქალაქეების გადასვლის დროებითი შეჩერება საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის ადგილებში, გამშვები პუნქტები ფუნქციონირებას 27 აგვისტოს 06:00 საათზე განაახლებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.