ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის ინფორმაციით, წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი პატიმრის საქმესთან კავშირში მყოფი პირები დაკავებული არიან
ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის ინფორმაციით, წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი პატიმრის საქმესთან კავშირში მყოფი პირები დაკავებული არიან

ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი პატიმრის საქმესთან კავშირში მყოფი პირები დაკავებული არიან.

ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ალან ტადტაევმა განაცხადა. მისი თქმით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და პასუხისგებაში მიეცემა ყველა პირი.

30 წლის ინალ ჯაბიევი სამართალდამცველებმა დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით 24 აგვისტოს დააკავეს. 28 აგვისტოს პატიმარი უგონო მდგომარეობაში, სხეულზე მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ფაქტმა მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, რის შემდეგაც საპროტესტო აქცია გამართეს და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.