ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ე.წ. საზღვარი რამდენიმე დღით ჩაიკეტება
ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ე.წ. საზღვარი რამდენიმე დღით ჩაიკეტება

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ე.წ საკონტროლო-გამშვები პუნქტები რამდენიმე დღით დაიკეტება.

ახალგორის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, ამის შესახებ მოსახლეობა უკვე ინფორმირებულია.

„17-ში, საღამოს 21:00 საათიდან, ორშაბათ დილამდე ჩაიკეტება ე.წ საზღვარი. მოსახლეობა ინფორმირებულია, ვინც შედის და გამოდის. ე.წ. გამშვებ პუნქტებზეც აფრთხილებენ. ვისაც დიდი აუცილებლობა აქვს, ალბათ ხვალ საღამომდე წავა და ვინც არა, თავს შეიკავებს“, – განაცხადა თინიკაშვილმა.

მისი თქმით, მსგავსი შეზღუდვები ხშირია დღესასწაულებზე, ასევე, არჩევნების დროს რასაც გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების არგუმენტით ხსნიან.

„ასეთი შეზღუდვები ხშირია რელიგიურ დღესასწაულებზე, ახალ წლებზე. გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების არგუმენტით, ტრადიციულად, შეზღუდვებია  განსაკუთრებით არჩევნების მიმდინარეობის დროს“, – აღნიშნა ნუგზარ თინიკაშვილმა.