ცივ-გომბორის ეროვნული პარკი იქმნება, შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა
ცივ-გომბორის ეროვნული პარკი იქმნება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცივ-გომბორის ეროვნული პარკი 21 761 ჰა-ზე შეიქმნება. კერძოდ, საგარეჯოს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში.
პროექტში ნათქვამია, რომ სიღნაღის აღკვეთილი 554 ჰა-ზე იქნება, ხოლო ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტი – 17 562 ჰა-ზე.
ინიციატივის მიხედვით, ცივ-გომბორის ეროვნული პარკის და სიღნაღის აღკვეთილის მართვა განხორციელდება დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, ხოლო ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მართვას დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტი განახორციელებს.