ციურიხში 1900-1920 წლების ქართული მოდერნიზმისა და ავანგარდის გამოფენა გაიხსნება
ციურიხში 1900-1920 წლების ქართული მოდერნიზმისა და ავანგარდის გამოფენა გაიხსნება

შვეიცარიაში 1900-1920-იანი წლების ქართული მოდერნიზმისა და ავანგარდის გამოფენა გაიხსნება. ინფორმაციას გალერეა- მუზეუმი ZURICH KUNSTHALLE საკუთარ ოფიციალურ ვებ გვერდზე აქვეყნებს. ექსპოზიცია 25 აგვისტოდან 4 ნოემბრამდე იქნება წარმოდგენილი.

გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება.

ექსპოზიცია სათაურით „ფანტასტიური ტავერნა“, უცხოელ დამთვალიერებელს ქართული მოდერნიზმის შესახებ შეუქმნის წარმოდგენას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1910-1920-იანი წლების ფერწერის, გრაფიკის, წიგნის ნიმუშები.  უცხოელი დამთვალიერებელი ნახავს ძმები ზდანევიჩების, კაკაბაძის , ვალიშევსკის, გუდიაშვილის, ოცხელის, გამრეკელის, ქიქოძის და სხვა მხატვრების ნამუშევრებს. გაიმართება ასევე ქართული ფილმების – „ჩემი ბებია”, „საბა”, „ბუბა ” ჩვენება და თანამედროვე მხატვრების ვორქშოფები.