„ცისფერი ტრიო“ სიმღერით „ლურჯი აპრილი“ #ტელემუზეუმი

„ცისფერი ტრიო“ სიმღერით „ლურჯი აპრილი“. კომპოზიტორია ეთერ ჭელიძე, ხოლო ტექსტის ავტორი ქართლოს კასრაძე. 1970-იანი წლების ჩანაწერი.

საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ახალ პროექტს სთავაზობს. პროექტი „ტელემუზეუმი“ ეთერშია ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 19:55 საათზე.

ახალი პროექტი ითვალისწინებს ოქროს ფონდის გაცოცხლებას, საეტაპო და მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენებას მეცნიერებაში, მედიცინაში, ხელოვნებაში, სპორტში და სხვ.

დატოვე კომენტარი