ცისანა შარტავა - პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ყველაფერი კარგად არის
ცისანა შარტავა - პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ყველაფერი კარგად არის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განაცხადა, გუშინ ილია მეორე კარდიოლოგმა მოინახულა და მას ექიმების დახმარება არ დასჭირვებია.

„ახლა არ არის საჭირო პატრიარქის მონახულება. ჩვენი ერის სულიერი მამა, ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია. მადლობა უფალს, მაგრამ ახლა ყურადღებით ვართ. ყველაფერი კარგად არის. ამ სიტყვებში ვატევ საექიმო განცხადებას. რამდენადაც საქართველოს აინტერესებს თავისი სულიერი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გეუბნებით, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ ჩემი დახმარება არ დასჭირვებია. კარდიოლოგმა შალვა პეტრიაშვილმა მოინახულა და ყველაფერი კარგად არის. პატრიარქს არაფერი არ დასჭირვებია“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.