ცისანა შარტავა - ექიმების რეკომენდაციით, გარკვეულწილად შევზღუდეთ პატრიარქთან ფართომასშტაბიანი მიღებები
ცისანა შარტავა - ექიმების რეკომენდაციით, გარკვეულწილად შევზღუდეთ პატრიარქთან ფართომასშტაბიანი მიღებები

ილია მეორის ​ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ პირველ არხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა.

„უბრალოდ, ექიმების რეკომენდაციით, გარკვეულწილად შევზღუდეთ ფართომასშტაბიანი მიღებები. იცით, რომ ახლა ჰქონდა მიღება და იქ იყო. გაცივდა, ბრონიტი აქვს და ვიცავთ რომ რაღაც დამატებითი ინფექცია არ იყოს“, – აღნიშნა ცისანა შარტავამ

პატრიარქის ექიმი აცხადებს, რომ შედგა კონსილიუმი შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად. მისივე თქმით, ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რათა საშობაო ლიტურგიისთვის პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად გაუმჯობესდეს და მისი ვარაუდით, ილია მეორე სადღესასწაულო წირვაზე დასწრებას შეძლებს.

ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხი არ დგას. მისივე თქმით, ამბულატორიული კვლევები ადგილზე ჩატარდა.