ციპი ჰოტოველი - ჩემი მშობლები წარმოშობით საქართველოდან არიან და მიხარია, რომ საქართველოს ქალი პრეზიდენტი ჰყავს 
ციპი ჰოტოველი - ჩემი მშობლები წარმოშობით საქართველოდან არიან და მიხარია, რომ საქართველოს ქალი პრეზიდენტი ჰყავს 

მოხარული ვარ, რომ საქართველოს მიეცა საშუალება, ჰყავდეს პრეზიდენტად ქალი, ვულოცავ ქართველებს და ახალ მთავრობას ვუსურვებ წარმატებას,​ – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ციპი ჰოტოველმა განაცხადა.

„მე საქართველოს დიდი გულშემატკივარი ვარ. ჩემი მშობლები წარმოშობით საქართველოდან არიან და საქართველოსთან პირადი სიყვარული მაკავშირებს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მიეცა საშუალება, რომ ყავდეს პრეზიდენტად ქალი. ვულოცავ ქართველებსა და ახალ მთავრობას ვუსურვებ წარმატებას. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ტექნოლოგიის, ეკონომიკის სფეროში და აქ ჩამოვედი, რათა გავაფართივით ჩვენი თანამშრომლობა. მე ვისურვებდი ასევე მესაუბრა იერუსალიზე, ჩვენს დედაქალაქზე, ჩვენ ვისურვებდით, რომ საქართველოს საელჩო გადასულიო იერუსალიმში, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ციპი ჰოტოველმა, რომელიც თელავში, დღეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრო.