ჩინეთის გუანდონის პროვინციაში გამოჯანმრთელებულთა 14 პროცენტს კორონავირუსი მეორედ გამოუვლინდა
ჩინეთის გუანდონის პროვინციაში გამოჯანმრთელებულთა 14 პროცენტს კორონავირუსი მეორედ გამოუვლინდა

ჩინეთში, გუანდონის პროვინციაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთებული ადამიანების 14 პროცენტს ვირუსი მეორედ გამოუვლინდა. ინფორმაციას „ბიბისის“ ავრცელებს.

ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა იაპონიაშიც. 40 წლის ქალი, რომელიც ვირუსისგან იანვრის ბოლოს განიკურნა, ახლა ისევ საავადმყოფოში მოათავსეს.

ჩინეთისა და იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენელები გამოჯანმრთელებულ ადამიანებს დააკვირდებიან.

დატოვე კომენტარი