ცინცინატის „მასტერსზე“ ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია # 1TVSPORT
ცინცინატის „მასტერსზე“ ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია # 1TVSPORT

ცინცინატის „მასტერსზე“ დასრულდა მერვერდფინალური ეტაპი და სრულად დაკომპლექტდა მეოთხედფინალური წყვილები.

 

ფაქტები

* 19 წლის ალკარასი 2006 წლის შემდეგ ცინცინატის „მასტერსის“ ყველაზე ახალგაზრდა მეოთხედფინალისტი გახდა.

* ალკარასი ამ სეზონში (და კარიერაში) მეოთხედ გავიდა „მასტერსის“ სერიის მეოთხედფინალში. ამ ეტაპზე ესპანელს არასოდეს წაუგია.

* ალკარასმა სეზონში 44-ე მატჩი მოიგო. ამ მაჩვენებლით ის პირველ ადგილს იყოფს სტეფანოს ციციპასთან.

* ბორნა ჩორიჩი 2019 წლის შემდეგ პირველად გავიდა „მასტერსის“ სერიის ტურნირის მეოთხედფინალში.

* ფელიქს ოჟე-ალიასიმმა სინერთან მატჩში ორი მატჩბოლი მოიგერია.

* ოჟე-ალიასიმი ამ სეზონში მეთორმეტედ გავიდა ATP-ის ტურნირების მეოთხედფინალში.

 

1/8 ფინალი

დანიილ მედვედევი (რუს, 1)-დენის შაპოვალოვი (კან) 7:5 7:5

კარლოს ალკარასი (ესპ, 3)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 14) 7:6(4), 6:1

სტეფანოს ციციპასი (საბ, 4)-დიეგო შვარცმანი (არგ, 13) 6:3 6:3

ტეილორ ფრიტცი (აშშ, 11)-ანდრეი რუბლიოვი (რუს, 6) 6:7(4), 6:2 7:5

ფელიქს ოჟე-ალიასიმი (კან, 7)-იანიკ სინერი (იტა, 10) 2:6 7:6(1) 6:1

კემერონ ნორი (ბრიტ, (9)-ბენ შელტონი (აშშ) 6:0 6:2

ბორნა ჩორიჩი (ხორ)-რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ, 15) 6:2 6:3

ჯონ ისნერი (აშშ)-სებასტიან კორდა (აშშ) 7:6(3), 1:6, 7:6(4)

 

1/4 ფინალში ხვდებიან

დანიილ მედვედევი (რუს, 1)-ტეილორ ფრიტცი (აშშ, 11)

სტეფანოს ციციპასი (საბ, 4)-ჯონ ისნერი (აშშ)

კარლოს ალკარასი (ესპ, 3)- კემერონ ნორი (ბრიტ, (9)

ფელიქს ოჟე-ალიასიმი (კან, 7)-ბორნა ჩორიჩი (ხორ)