ციმბრიში დიზელის გაჟონვის გამო, წყალი დაბინძურდა 
ციმბრიში დიზელის გაჟონვის გამო, წყალი დაბინძურდა 

რუსეთში, კერძოდ ციმბირში მდებარე ქალაქ ნორილსკთან წყალში აღმოჩენილი მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია ნორმას 200-ჯერ აღემატება.

როგორც რუსული მედია წერს, წყლის ნიმუშები 8-ჯერ აიღეს. 29 მაისს ნორილსკთან მდებარე თბოელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად ნავთობპროდუქტები მდინარე დალდიკანისა და ამბარნაიაში წყალში ჩაიღვარა.

29 მაისს მომხდარი ინციდენტის მიზეზად ნავთობის რეზერვუარის ჰერმეტულობის დარღვევა დასახელდა. გამოძების ვერსია ეს გრუნტის ჩამოშლამ გამოიწვია. შედეგად მდინარეებში და ნიადაგში 20 ტონა დიზელის საწვავი ჩაიღვარა. დაბინძურებულია 180 ათასი კვადრატული კილომეტრი. მომხდარის შემდეგ მდინარეებზე ააგეს სპეციალური წინაღობები, რომელმაც დიზელის გავრცელება უნდა შეაფერხოს. პროკურატურამ კი ამავე რეგიონში მდებარე მნიშვნელოვანი და პოტენციურად საშიში ობიექტების მდგრადობის შემოწმება დაიწყო.

რუსეთის გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ოლეგ მიტვოლი აცხადებს, რომ საწვავის ნიადაგსა და წყალში გაჟონვის აღმოსაფხვრელად რამდენიმე კვირა იქნება საჭირო, ხოლო ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას მინიმუმ 10 წელი და 100 მილიარდი რუბლი დასჭირდება.

3 ივნისიდან ნორილსკში საგანგებო სიტუაციის რეჟიმია გამოცხადებული. ელექტროსადგურის საამქროს ერთ-ერთი დირექტორი დაკავებულია.