ციმბირში ძლიერმა ქარმა გასაბერი ბატუტი ამოატრიალა, დაშავებულია ექვსი ბავშვი [ვიდეო]

11:39, 31.05.2019

რუსეთში, ციმბირის ქალაქ ულან-უდეში ძლიერმა ქარმა გასაბერი ბატუტი ამოატრიალა, რის შედეგადაც ექვსი ბავშვი დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულების ასაკი ორიდან შვიდ წლამდეა. ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია. მათ შორის ოთხი რეანიმაციაშია.

ინციდენტი, რომელიც ადგილობრივ სავაჭრო ცენტრთან მოხდა, სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი