ციმბირის სოფელ ოიმიაკონში ყინვამ მინუს 67 გრადუსს მიაღწია
ციმბირის სოფელ ოიმიაკონში ყინვამ მინუს 67 გრადუსს მიაღწია

ციმბირში მდებარე სოფელ ოიმიაკონში, რომელიც დედამიწაზე ყველაზე ცივი სოფლის სახელით არის ცნობილი, ჰაერის ტემპერატურამ მინუს 67 გრადუსს მიაღწია.

ამის შესახებ ბრიტანული გამოცემები The Independent და Daily Mail  წერენ.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, ოიმიაკონში ახლა მინუს 67 გრადუსია, რაც ამ სოფლისთვისაც კი რეკორდულად დაბალი ტემპერატურაა.

ბოლოს ასეთი მაჩვენებელი ოიმიაკონში 1933 წელს დაფიქსირდა.

სოფელში მყოფი ტურისტები სოციალური ქსელების საშუალებით ვიდეო რგოლებს ავრცელებენ.

ტურისტები წერენ, რომ მიუხედავად რეკორდული ყინვისა, ქუჩაში სეირნობას მაინც ახერხებენ.