ციმბირის მუდმივი ყინვების ზონაში ტყის ხანძრებს ებრძვიან
ციმბირის მუდმივი ყინვების ზონაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ციმბირის მუდმივი ყინვების ზონაში ტყის ხანძრებს ებრძვიან. ბოლო ერთ დღეში ხუთი ათას ჰექტარამდე გავრცელებული ხანძრის კვამლმა 50-ზე მეტი ქალაქი დაფარა. ძლიერი ქარის გამო ხანძრის კერები სწრაფად ვრცელდება, რაც დასახლებულ პუნქტებს საფრთხეს უქმნის. ჰაერის დამაბინძურებლების მაჩვენებელი მაქსიმალურ დასაშვებ დონეს გადაცდა.

მდინარე ლენაზე ნავიგაცია დროებით შეწყდა. ტყის ხანძრების კვამლმა დაფარა ციმბირის ქალაქი იაკუტსკი, სადაც მოსახლეობას ურჩევენ, დარჩნენ სახლში და არ გააღონ ფანჯრები. სტიქიის ზონაში 2 000-ზ მეტი მეხანძრე მუშაობს. რუსეთის ხელისუფლება ხანძრის მიზეზად კლიმატურ ცვლილებებს ასახელებს.