ციკლონ „დორიანს“ ქარიშხლის კატეგორია მიენიჭა
ციკლონ „დორიანს“ ქარიშხლის კატეგორია მიენიჭა

ციკლონდორიანს“, რომელიც პუერტო-რიკოს, აშშ-ის ვირჯინიისა და ბაჰამის კუნძულებს უახლოვდება, ქარიშხლის კატეგორია მიენიჭა.

აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლოს „დორიანი” შესაძლოა, ფლორიდის სანაპიროს დაატყდეს თავს, როგორც მესამე კატეგორიის სიმძლავრის შტორმი.

შტორმის მოახლოებასთან ერთად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით, პუერტო-რიკოზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ტრამპმა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ფედერალური დახმარების აღმოჩენის განკარგულება გასცა.