ციკლონ „ამფანის“ გამო, ბანგლადეშისა და აღმოსავლეთ ინდოეთის სანაპირო ზოლიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს
ციკლონ „ამფანის“ გამო, ბანგლადეშისა და აღმოსავლეთ ინდოეთის სანაპირო ზოლიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს

ბენგალის ყურეში წარმოქმნილი ციკლონი „ამფანი“ ინდოეთსა და ბანგლადეშს რამდენიმე საათში დაატყდება თავს, – წერს „ბიბისი“. ეს ყველაზე მძლავრი შტორმია, რომელიც ბენგალის ყურეში აქამდე წარმოქმნილა.

სტიქიის გამო, ბანგლადეშისა და აღმოსავლეთ ინდოეთის სანაპირო ზოლიდან მილიონობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს, რასაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის ფონზე მოქმედი შეზღუდვები ართულებს.

მეტეოროლოგები პროგნოზირებენ, რომ ქარის სიჩქარე კონტინენტთან მიახლოებისას 185 კმ.სთ. იქნება.