CIES - აზარი საუკეთესო დრიბლიორია, რონალდუ TOP100-ის მიღმაა
CIES - აზარი საუკეთესო დრიბლიორია, რონალდუ TOP100-ის მიღმაა

საფეხბურთო სტატისტიკისა და კვლევების პორტალმა CIES-მა ​ევროპის ლიგების ხუთი საუკეთესო დრიბლიორი გამოავლინა . პირველი ადგილი ლონდონის “ჩელსის” ბელგიელმა შემტევმა ედენ აზარმა დაიკავა, რომელსაც მატჩში საშუალოდ 6.4 წარმატებული დრიბლინგი აქვს.

მეორე ადგილზე “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ნეიმარია. ბრაზილიელი ერთ თამაშში მეტოქეებს 7.3-ჯერ ატყუებს, მაგრამ აზარზე უფრო ხშირად კარგავს ბურთს (ბელგიელის ეფექტურობაა – 75%, ბრაზილიელის – 62%).

პირველ სამეულს ასრულებს ლიონელ მესი “ბარსელონადან”. არგენტინელი საშუალოდ 5.5-ჯერ მიდის ფინტზე და მისი ილეთების 62 პროცენტი წარმატებულია.

სულ CIES-მა 100 საუკეთესო დრიბლიორის სია ჩამოწერა და აქ ვერ მოხვდა მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ.