ციციშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ მართვით სუნთქვაზე მყოფი ორი მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
ციციშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ მართვით სუნთქვაზე მყოფი ორი მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ციციშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ მართვით სუნთქვაზე მყოფი ორი მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ყველაფერს აკეთებენ, რათა ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუმჯობესონ.

„ამჟამად, კლინიკაში 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 17 რეანიმაციულ განყოფილებაშია. აქედან ორი პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც მძიმე იყო და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ, კვლავ სტაბილურად მძიმეა. ერთი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია. მეორე პაციენტის მდგომარეობაც მძიმეა, ისიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათი მკურნალობის პრაქტიკის შერჩევა ხდება კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების ცვლილების მიხედვით. მათ მართვაში ჩართულია „ევექსის“ექსპერტთა საბჭო და ვცდილობთ, მდგომარეობა გავაუმჯობესოთ“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.