ჭყონდიდის ეპარქია - მედიაში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მეუფე სტეფანემ ქადაგებაში მიმართა მედიასაშუალებებს, რომ კითხვები წერილობით დაუსვან, სინამდვილეში მეუფემ ამბოხებულებს მიმართა
ჭყონდიდის ეპარქია - მედიაში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მეუფე სტეფანემ ქადაგებაში მიმართა მედიასაშუალებებს, რომ კითხვები წერილობით დაუსვან, სინამდვილეში მეუფემ ამბოხებულებს მიმართა

მედიაში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მეუფე სტეფანემ თავის ქადაგებაში მიმართა მედიასაშუალებებს, რომ კითხვები დაუსვან წერილობით და ის წერილობით გასცემს პასუხებს, – ამის შესახებ ნათქვამია ჭყონდიდის ეპარქიის „ფეისბუქგვერდზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მან არა ჟურნალისტებს, არამედ დაპირისპირებულ მხარეებს მიმართა.

ჭყონდიდის ეპარქიის ინფორმაციით, მეუფე სტეფანე 10 მაისს ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.

„სინამდვილეში მეუფე სტეფანემ მიმართა ამბოხებულებს, რომ რადგან ისინი არ აძლევენ მას პასუხების გაცემის საშუალებას ნორმალურ ვითარებაში (მუდმივად აწყვეტინებენ სიტყვას), ამიტომ ამიერიდან მათ შეეძლებათ მიმართონ მას კითხვებით მხოლოდ წერილობითი სახით და წერილობითვე მიიღებენ პასუხს, ხოლო რაც შეეხება მედია საშუალებებს, 10 მაისს, 14:00 საათზე, ჭყონდიდის მღვდელმთავრის რეზიდენციაში გაიმართება პრესკონფერენცია. რომელზეც მათ შესაძლებლობა ექნებათ, დასვან ნებისმიერი მათთვის საინტერესო კითხვა“,- აღნიშნულია ჭყონდიდის ეპარქიის განცხადებაში.

 

 

🔻 მედიაში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მეუფე სტეფანემ თავის ქადაგებაში მიმართა მედია საშუალებებს, რომ კითხვები…

Posted by ჭყონდიდის ეპარქია/Diocese of Chkondidi on Sunday, 25 April 2021

 

დატოვე კომენტარი