ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მე-10 ადგილზე დაასრულა | წყალბურთი
ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მე-10 ადგილზე დაასრულა | წყალბურთი

წყალბურთში ჩვიდმეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ბოლო შეხვედრა ჩაატარა. მასპინძლები და ხორვატია ერთმანეთს მეცხრე/მეათე ადგილისთვის დაუპირისპირდნენ და მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 11:6 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებში ჰეთ-თრიქი შეასრულა გუნდის კაპიტანმა – ლაშა ალავიძემ. ორი გოლი ვალიკო დადიანის ანგარიშზეა, ხოლო ლუკა ჩიქოვანი გუნდს ერთი გოლით დაეხმარა.

საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა მე-10 ადგილზე დაასრულა.

ტურნირის ფინალური შეხვედრა 18 აგვისტოს, 20:30 საათზე დაიწყება. ნახევარფინალური დაპირისპირებები 17 აგვისტოს გაიმართება და საუკეთესო ოთხეულში ესპანეთი, უნგრეთი, იტალია და საბერძნეთი არიან.