ჩვენს გუნდს გააძლიერებენ - „ზაგლებიეში“ ქართველების იმედი აქვთ #1TVSPORT
ჩვენს გუნდს გააძლიერებენ - „ზაგლებიეში“ ქართველების იმედი აქვთ #1TVSPORT

თორნიკე გაფრინდაშვილისა და გურამ გიორბელიძის ტრანსფერეზე კომენტარები ლუბლინისზაგლებიეს“ პრეზიდენტმა მიხალ კელანმა და სპორტულმა დირექტორმა პიოტრ ბურლიკოვსკიმ გააკეთეს.

„1997 წლის 20 ივლისს დაიბადა. კარიერის განმავლობაში ის ისეთი კლუბების ფერებს იცავდა, როგორებიცაა სასკო, გაგრა და ბათუმის დინამო. გარემარბმა გასულ სეზონში საქართველოს ლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, ელ. საკონფერენციო ლიგა, ასევე საქართველოს თასი და სუპერთასი, რომელშიც 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. 171 სმ სიმაღლის ფეხბურთელმა ჩვენს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

„თორნიკე გაფრინდაშვილი ისეთი პროფილის გარემარბია, რომელიც პატრიკ შიშის წასვლის შემდეგ გვაკლდა. თამამი, დინამიური, ტექნიკურად ძალიან კარგი ცაცია ფეხბურთელია. ჩვენ მას ყურადღებით ვაკვირდებოდით და დარწმუნებული ვართ, რომ დიდი პოტენციალი აქვს. გაფრინდაშვილს კიდევ ერთი ნაბიჯი სჭირდებოდა განვითარებაში, ამიტომ მოხარული ვართ, რომ მან „ზაგლებიე“ აირჩია. ძალიან მიხარია, რომ გურამ გიორბელიძის ტრანსფერის განხორციელება მოვახერხეთ. ის დაცვის მარცხენა ფლანგზე მწვრთნელს დამატებით შესაძლებლობებს მისცემს, შემტევი ნახევარმცველის ამპლუაშიც თავს კარგად გრძნობს. გიორბელიძეს რეგულარულად იწვევენ საქართველოს ნაკრებში, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ გუნდს გააძლიერებს“, – განაცხადა „ზაგლებიეს პრეზიდენტმა“ მიხალ კელანმა.

პიოტრ ბურლიკოვსკი, სპორტული დირექტორი: „გადავწყვიტეთ მოგვეწვია ფეხბურთელი, რომელიც მარცხენა ფეხით კარგ შორეულ დარტყმას ფლობს და რომელსაც ნახევარდაცვის ორივე მხარეს თამაში შეუძლია. „ისტამბულ ბაშაქშეჰირში“ გადასული პატრიკ შიშის ამპლუას კარგად შეეფერება თორნიკე გაფრინდაშვილი, რომელსაც რამდენიმე თვეა ვაკვირდებით. ბათუმის „დინამომ“ მწვანე „შუქი“ აგვინთო და ჩვენ სწრაფად შევთანხმდით. მისი წინამორბედ პატრიკ შიშას ჩანაცვლება ადვილი არ იქნება, მაგრამ ქართველ ფეხბურთელს ამის შესაძლებლობა გააჩნია. მჯერა, რომ ის პატრიკს თამამად შეცვლის. რაც შეეხება გიორბელიძეს – მარცხენა მცველის პოზიციაზე მოთამაშის საკმაოდ დიდი ხნის ძებნის შემდეგ, ჩვენ მოვახერხეთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე საქართველოს ნაკრების წევრის გადაბირება. ძალიან კმაყოფილი ვარ გურამის შეძენით, რადგან ამ როლში ის ჩვენი პირველი კანდიდატი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ გურამი მარცხენა ფლანგზე გუნდს დიდ დინამიკას და გამოცდილებას მოუტანს. „ზაგლებიეში“ ორივეს წარმატებებს ვუსურვებ“.