„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსმა“ აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსმა“ აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო გულუა წარადგინა.

როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში პარტიის გენერალურმა მდივანმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა, ნინო გულუა არის გამორჩეული ქალი კანდიდატი, რომელიც საკუთარი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით საქართველოს პარლამენტში ღირსეულად წარადგენს როგორც წალენჯიხის, ასევე ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მოსახლეობის ინტერესებს.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ ოთხი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობა, რადგან ჩემი განვლილი ცხოვრების მანძილზე მომიწია მუშაობა ამ რაიონებში. მინდა, მადლობა გადავუხადო გუნდს და გპირდებით, გავაკეთებ ყველაფერს. დაგეგმილი მაქვს შეხვედრები მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფებთან, მოსახლეობასთან, სადაც გავაცნობ ჩემს სტრატეგიულ გეგმას, როგორ შეიძლება განვითარდეს რეგიონი, რა თქმა უნდა, მოვისმენ მათ აზრს. თითოეული მოქალაქის აზრი იქნება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ნინო გულუამ.