ჩვენი დროის რეალური ტარზანი - ეგზოტიკური ცხოველების სპეციალისტი
ჩვენი დროის რეალური ტარზანი - ეგზოტიკური ცხოველების სპეციალისტი

​მაიკ ჰოლსტონი ჩვენი დროის რეალური ტარზანია. ის პროფესიით ეგზოტიკური ცხოველების სპეციალისტი, მასწავლებელი და ზოოპარკის თანამშრომელია. მაიკი აშშ-ის შტატ ფლორიდაში, მაიამიში ცხოვრობს. მას ცხოველებთან განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს. მის ინსტაგრამზე მრავლად შეხვდებით ეგზოტიკურ ცხოველებთან გადაღებულ ფოტოებს.

​მაიკის ინსპირაცია ზოოპარკის თანამშრომელი და ავსტრალიელი ტელესახე სტივ ირვინია, რომელსაც ზედმეტსახელით, “ნიანგებზე მონადირეთი” მოიხსენიებდნენ.

​მაიკი სხვადასხვა სკოლაში მოსწავლეებს ცხოველებისა და მათი სამყაროს შესახებ გაკვეთილებს უტარებს. მისი თქმით, ცოდნის გაზიარება ახალგაზრდებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასე ისინი ცხოველთა სამყაროს ეცნობიან.