ჩვენც გაგვიმართლა - დეშამმა საფრანგეთის მუნდიალის ფინალში გასვლზე ისაუბრა #1TVSPORT
ჩვენც გაგვიმართლა - დეშამმა საფრანგეთის მუნდიალის ფინალში გასვლზე ისაუბრა #1TVSPORT

საფრანგეთის მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მაროკოსთან გამარჯვებაზე (2:0) კომენტარი გააკეთა და არგენტინასთან მოახლოებულ ფინალურ თამაშზეც ისაუბრა.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი. დღეს ფინალი არ გვითამაშია, მაგრამ ნახევარფინალსაც არანაკლები დაძაბულობა ახლავს. იყო დიდი ემოციები და მოგებით გამოწვეული სიამაყე. ისევ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და დაგვრჩა ბოლო ნაბიჯი.

უკვე ერთი თვეა, რაც ფეხბურთელებთან ერთად ვართ. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ჩვენც გაგვიმართლა და მოთამაშეები მოთმინებისთვის დაჯილდოვდნენ. ჩვენ ვტკბებით ამ მომენტით. წარმატება აანაზღაურებს ყველაფერს ჩემი ფეხბურთელებისა და გუნდისთვის.

ოთხ დღეში მსოფლიოს ტიტულისთვის ვითამაშებთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი იმისთვის, რომ დავაფასოთ და ვისიამოვნოთ წარმატებით და მოვემზადებით ამ მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მატჩისთვის“, – ციტირებს დეშამის სიტყვებს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

ფინალის გზაზე საფრანგეთის ნაკრები D ჯგუფის გამარჯვებული გახდა. ტურნირის პლეი-ოფის ეტაპზე დეშამის გუნდმა, მაროკოს გარდა, პოლონეთი (3:1) და ინგლისი (2:1) დაამარცხა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი არგენტინის წინააღმდეგ კვირას, 18 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.