ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ამ დროისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.