ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

10:58, 13.01.2020

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი