ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ15-კმ40 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილოგზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის აღდგენა ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დატოვე კომენტარი