ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონის 4000–მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება
ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონის 4000–მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ძლიერ კოროზირებული და დაზიანებული მილსადენიდან ახალ გაზსადენზე გადართვის გამო, ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონში 4 000–მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება.

მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 25 დეკემბრის დილის 11:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათამდე.

„ხეხილსანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული ძველი, დაზიანებული და სახიფათო გაზსადენი ახალი, თანამედროვე 500მმ–იანი გაზსადენით ჩანაცვლდა.

გაცნობებთ, რომ აბონენტების ამ ახალ გაზსადენზე გადართვის სამუშაოების გამო, ჩუღურეთი – ნაძალადევის რაიონში 24 დეკემბერს 9:00 საათიდან გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე – ზღვის დასახლების  # 204, 205, 225, 226 (დავით იოსელიანის I შეს. 4, II შეს. 24, II შეს. 25) კორპუსების, თბილისის ზღვის მიმდებარედ (კადეტთა კორპუსების მიმდებარედ) – უცნობ გმირთა ქ. 140-სა და 150-ში (ყოფ. სასტუმრო ,,ქართლი“-ს შენობა) ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას, სანერგის დასახლების კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, თბილისის ზღვის მიმდებარედ კადეტთა კორპუსების ლოტკინის დასახლება – ავიაქიმიის, დარკვეთის, სვირის, ზეკარის, ასურეთის, გეგუთის, ახტალის, თოდრიას, ლაითურის, ლამისყანის, მირზაანის, ხერთვისის, გორდის, წერონისის, სამღერეთის, ფილიას, კლდეკარის, ინტერნატის, ნაქალაქევის, ორბეთის, სუვოროვის, ასკურავას, ხეხილსანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე – ზაქარია ჯორჯაძის, ჯუმბერ ბეთაშვილის, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, გაბუნიას, ბარაკონის, უშბის, ალავერდის, ნიკოლოზ აგიაშვილის, გარეჯის, თამარ და აკაკი პაპავების, მერი შერვაშიძის, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, მარიამ დადიანი-ანჩაბაძის, ჟორდანიას, არქიმანდრიტ ილია კარტოზიას, სოლომონ ყუბანეიშვილის, ტარას კვარაცხელიას, ნინო წერეთლის, ელო ანდრონიკაშვილის, ახალმოწამეთა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას, აგრეთვე გაზის მიწოდება შეუწყდება თბილისის ზღვის მიმდებარედ – შპს „ჯინო პარკს”, შპს „zink.com.ing”-ს, სოკარის გაზგასამართ სადგურს, შპს „გამა+”-ს, შპს „რეხას”, სანიჩბოსნო ბაზას, „გუდაური სქაი რესორტს”, სანერგე მეურნეობაში – შპს „გარდენიას”, რესტორან „ზღვის სამოთხეს” (ფ/პ ლევან მოდებაძე), შპს „სენატორ პანცს”, სოფიო თუთბერიძეს,ფ/პ ზაზა მუხიგულაშვილს (საცხობი), სახარების რწმენით მონათლულ ქრისტიან-ბაპტისტთა ქ. თბილისის ქრისტე მაცხოვრის ეკლესიას, ი/მ დავით თიგიშვილს, შპს „ჭიჭა პაპას ნობათს”, შპს „კია კერამიკას”, „ტურბაზა თბილისს”, დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიას, საბავშვო ბაგა-ბაღი # 49-ს, შპს „BPM გლობალს“ და სხვა აბონენტებს.

„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის. აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია აბონენტების უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ქსელზე გადართვის სამუშაოების უფრო მოკლე დროში შესრულებას, ხელს ქაოსური მშენებლობები უშლის. კერძიო სახლების დიდი ნაწილი წესების დარღვევით, საშუალო წნევის გაზადენის ზემოდანაა აშენებული, რაც სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.