ჩუღურეთის რაიონში წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება
ჩუღურეთის რაიონში წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება

ჩუღურეთის რაიონში ტექნიკური სამუშაოების გამო, წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.

„აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 6 თებერვლის 13:00 საათიდან 7 თებერვლის  09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ჩუღურეთის რაიონში: გ.დოლიძის, გოგოლის ქუჩებს, კონსტიტუციის ქ. N 17-დან N 29-ის ჩათვლით, N 6-დან N 12-ის ჩათვლით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.