ჩუღურეთის რაიონში მარათონი - „ჩემი გაზაფხული“ გაიმართება
ჩუღურეთის რაიონში მარათონი - „ჩემი გაზაფხული“ გაიმართება

თბილისის ჩუღურეთის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მარათონი – „ჩემი გაზაფხული“ გაიმართება.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებების ფარგლებში, 10:30-დან 12:00 საათამდე დავით აღმაშენებლის გამზირზე, სანქტ-პეტერბურგის ქუჩის ჩასახვევიდან ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მარათონი ტრადიციულად ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით იმართება და აქტივობის მიზანი ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

ღონისძიებაში მონაწილეობას ჩუღურეთის რაიონში არსებული სკოლების მოსწავლეები და რაიონის სხვა მცხოვრებლები მიიღებენ.